Universal      
Home Sitemap Contact
მთავარი
  შოურუმი
  იჯარა
  ნახმარი ტექნიკა
  სატვირთელები
  ავზები
  ინტრალოჯისტიკა
  მშენებლობა
  შენობები
  ანგარი
  ავტოპარკინგი
  პარკინგის უსაფრთხოება
  ტელფერები
  კონვეირი
  შეფუთვა
  დასუფთავება
  ოფისის აღჭურვა
  სატვირთელის მოწყობილობები
  საბურავები
  აკუმლიატორები
  სერვისი
  Hoermann გარაჟის კარი
  Hoerman ის აქსესუარები
  არქიტექტურა & დიზაინი
  მონტაჟი
  SALE- უძრავი ქონება
  ინფო
  სიახლე
  პროექტები
 
Myrents.ge
 
IPAF member
 

IPAF approved training center



დიზელი, ბენზინი თუ გაზი?

გადაწყვეტილების მისაღებად იფიქრეთ თქვენს ფინანსებზე, დიზელის ფასი დღეს საქართველოში უფრო მაღალია ვიდრე რეგულარი ბენზინის, ამიტომაც იმედი დიზელის ძრავის გამოყენების შესაძლო ეკონომიაზე  გრძელვადიან მონაკვეთში  საწვავის ფასების გამო არარეალურია. ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ, ბენზინის ძრავასთან შედარებით დიზელის ძრავიანი სატვირთელები უფრო ძვირია (ეს გამომდინარეობს კონსტრუქციული პირობებისაგან-მაღალი წნევის პომპა, თერმოდინამიური ციკლი და ძრავის კონსტრუქცია)

ეკოლოგიის თვალსაზრისით და  სტატისტიკური მონაცემებით  ბენზინის ძრავი გამოყოფს 214გ/კგ ნახშირორჟანგს ხოლო დიზელის 169/გ/კგ-ზე  აქედან გამომდინარე თანმიმდევრობით ეკოლოგიურად შედარებით სუფთაა  ბენზინის თხევადი გაზი. ( სასურველია მაღალი ხარისხის) დიზელის  საწვავი, შემდგომ კი ბენზინის ძრავი. კონკურენტგარეშეა ელექტროძრავიანი სატვირთელები.

თხევადი გაზის მოწყობილობა შესაძლებელია მხოლოდ ბენზინის ძრავებზე, იგი 10 ჯერ უფრო ეკოლოგიურია ვიდრე ბენზინი (* თხევადი გაზის გამოყენებისას გასათვალისწინებელია მისი ხარისხი, ვინაიდან უხარისხო გაზი დროთა განმავლობაში იწვევს გაზის რედუქტორის კედლებზე გაზის მეორადი პროდუქტების დალექვას- რაც იწვევს ამ რედუქტორის სერვისს-გარეცხვას)

გასათვალისწინებელია ისიც რომ,  თხევადი გაზი უფრო იაფია ვიდრე ბენზინი, ხოლო თხევადი გაზის ავზის ერთი დატვირთვა საშუალოდ 3,5 საათი ინტენსური მუშაობის ტოლფასია)

დიზელის ძრავი ბევრად უფრო ხმაურიანია ვიდრე ბენზინის, ასევე მეტი ვიბრაცია გააჩნია და მისი დაქოქვა ზამთრის პერიოდში შედარებით პრობლემატიურია.  ეს გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის თერმოდინამიური პროცესებით ძრავის ცილინდრებში, დიზელის შემთხვევაში ეს არის შემდეგნაირად: ჰაერის დაწნეხვა ცილინდრში,საწვავის შეფრქვევა, ნარევის გახურება, გაფართოება,   ბენზინის ძრავში  ჰაერისა და საწვავის ნარევის ერთდროული შესრუტვა (შეფრქვევა) ცილინდრში, ნაპერწკლის მეშვეობით ნარევის აალება (აფეთქება), გაფართოება.

დიზელის ძრავი თავისი ტექნიკური მოცემულობით (დაბალი ბრუნის რაოდენობაზე მაღალი ამძრავი მომენტი) უფრო გამოსადეგია ინტენსიური მრავალსაათიანი დატვირთვისას, როდესაც ნაკლები ბრუნი მეტი ამძრავი მომენტით მეტად   გადასცემს ძრავის ძალას სატვირთელს ტვირთის გადასაადგილებლად მოკლე დისტანციებზე.

გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ რომ, დიზელის ძრავის სამუშაო სიცოცხლე  რემონტამდე მეტია ვიდრე ბენზინის ( ვთქვათ თუ ბენზინის ძრავისათვის 2500 საათი ინტენსიური მუშაობისას  დიზელისათვის ასეთი დადგება 3500 საათისას.* საათების მოცულობა პირობითია და დამოკიდებულია ექსპლოატაციის პირობებზე, სერვისზე და დროის მონაკვეთზე)

აქედან გამომდინარე მეორადი ღირებულება დიზელის ძრავიან სატვირთელზე (ექსპლოატაციის ერთნაირ საათებისას და პირობებისას) შესაძლოა იყოს უფრო მაღალი.ეს შეფარდება მეტწილად გამოწვეულია ისევ ძრავის ბრუნების შედარებასთან ამძრავ მომენტთან. ბენზინის ძრავის კონსტრუქციიდან გამომდინარე მას მეტი ბრუნი სჭირდება იგივე ძალის მისაღებად ვიდრე დიზელისას, რაც მექანიკური ნაწილების მეტ ცვეთას იწვევს. (პირობითად დიზელის ძრავს სჭირდება 3000 ბრუნი 100 ცხენის ძალის მისაღებად ხოლო ბენზინის ძრავს 5000 ბრუნი იგივე 100 ცხენის ძალის მისაღებად).

დიზელის ძრავის მომსახურების ღირებულება შესაძლოა იყოს უფრო მაღალი ვიდრე ბენზინისა გამომდინარე ძრავის კონსტრუქციიდან , ასევე გამოყენებული საწვავისაგან, (უმეტესად ეს შეეხება არახარისხიანი საწვავის გამოყენებას, რის გამოც იზრდება ხარჯი და მოკლდება ინტერვალი საწვავის ფილტრების გამოცვლაზე. საწვავის ხარისხი ასევე ზეგავლენას ახდენს შემფრქვევი სისტემის პარაფინიზაციაზე და ახდენს ზეგავლენას მაღალი წნევის პომპაზე)  

ყველა შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი და საპოხი მასალები.



 

call +995595155251

 
Dealer Contact
 
 

 Jungheinrich AG

 
Profishop
 

Hoermann industrial doors

 
Combilift
 
Haulotte More then Lifting
 

Packing solutions

 
Batteries
 
SWF Krantechnik GmbH
 
Wimo hebetechnik
 
Barrier
 
Sanpark.eu
 
 

Dulevo

 
Emiliana Serbatoi

Created By: Pro-Service Copyright © 2024 Universal Intralogistics. All Rights Reserved